დიანა ღურწკაია და ხოსე კარერასი პარაოლიმპიადას დახურავენ
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ოლიმპიადის შემდეგ, ტრადიციულად იმართება პარაოლიმპადა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების ოლიმპიური თამაშები. ეს ასპარეზობა სოჭში ოლიმპიადის დასრულებისთანავე დაიწყო და დღეს დაიხურება.
დახურვის ცერემონია გრანდიოზულად აქვთ ჩაფიქრებული და „ფიშტის“ სტადიონზე ცნობილი მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს. მათ შორის იქნებიან ხოსე კარერასი და დიანა ღურწკაია, რომელიც ჰიმნს მღერის. დიანა აქტიურად არის ჩართული ორივე ოლიმპიადის მსვლელობაში.
როგორც ცნობილია, ქართველი შემსრულებელი მომღერლობის გარდა საზოგადო მოღვაწეც არის, რუსეთში გამუდმებით იბრძვის უნარშეზღუდულთა უფლებებისთვის. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით პრეზიდენტთან არსებული უნარშეზღუდულთა საქმეების კომისიის წევრად აირჩიეს.
შესაბამისად, არც პარაოლიმპიადაზე დიანას გამოჩენა გაჰკვირვებია ვინმეს და არც ის, რომ ის დახურავს სწორედ ამ ღონისძიებას.
loading...
ADMIN |
1268 |
|
2014-03-16 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი