ია ნინიძის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები - ''ძალიან მიყვარდა ნიკუშა შენგელაია, მაგრამ მიღალატა...'
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ია ნინიძე რუსეთსა და საქართველოში ცნობილი მსახიობი და მომღერალია. რუსეთში ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, ბოლო დროს - ქალიშვილ ნინოსთან ერთად, რომელიც მსახიობია და არც ისე ცოტა როლი დაუგროვდა კინოსა და თეატრში.
ია ნინიძის შემოქმედებითი გზა ბევრისთვის არის ცნობილი, მისი კარიერა ''ვერის უბნის მელოდიებიდან'' დაიწყო, რის შემდეგაც წარმატებით გაგრძელდა ჯერ საქართველოში, მერე კი - რუსეთში. მხიარული გოგონა, ოდრი ჰეპბერნის მსგავსი გარეგნობით და ბედნიერი ღიმილით, რეჟისორების ყურადღებას ადვილად იპყრობდა.
ბევრი კარგი როლი ითამაშა რუსულ კინოსა და თეატრში და მისი ეკრანული სახეებიც დასამახსოვრებელი გახდა საზოგადოებისთვის. მისი პირადი ცხოვრების შესახებ კი ფართო საზოგადოებამ ნაკლები იცის. მაგალითად, ის, რომ ია ნინიძის პირველი ქმარი სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია იყო.
''ზეციური მერცხლების'' გადაღებიდან წელიწად-ნახევარში გავთხოვდი, - იხსენებს ია, - ნიკუშას უმცროსი ძმა სანდრო ხშირად მოდიოდა გადასაღებ მოედანზე მშობლებთან, ვმეგობრობდით. ნიკას კი მოგვიანებით შევხვდი.
ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ უფრო დიდს ჰგავდა - ლამაზი წვერი ჰქონდა. მრცხვენოდა მისი და თქვენობით ველაპარაკებოდი. ''ზეციური მერცხლების'' პრემიერის შემდეგ სუფრასთან შევხვდით ისევ ერთმანეთს. ისეთი ლამაზი იყო... მე კი მრცხვენოდა მისი.
მერე აივანზე გავიდა მოსაწევად, მე კი სადარაჯოდ დავდექი, რომ უფროსებს არ დაენახათ. ის ეწეოდა, მე ფანჯრიდან ვუყურებდი, ვტკბებოდი მისით. უცებ დაიხარა და ფანჯრის მიღმა მაკოცა. რა დამემართა!!! იმ დღიდან ჩავწერე ჩემს რვეულში: ''ია+ნიკუშა= სიყვარულს''...
როცა პირველად მომაკითხა სკოლაში, შიშისგან მუხლები მომეკვეთა. ეს საოცარი ვნება იყო, პირველი სიყვარული... დიდხანს არ ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთხელ მოვიდა და მითხრა: ''მორჩა, აღარ შემიძლია უშენოდ, მოდი, ვიქორწინოთ''.
17 წლის სანამ გავხდებოდი, ერთი თვით ადრე ვიქორწინეთ... არასრულწლოვანი ვიყავი, არ შეიძლებოდა, მაგრამ სოფიკო დეპუტატი იყო და თავისი მეურვეობით გამაფორმა. ყველა ბედნიერი იყო. სოფიკო კი ყოველთვის ამბობდა ჩემზე: ''ის ჩემი ქალიშვილია!'' ძალიან ახლოს ვიყავით...''
თუმცა ნიკუშა შენგელაიას ორ წელიწადში დაშორდა. ერთად გაემგზავრნენ მოსკოვში, ''ვგიკ''-ში ჩააბარეს. ''ნიკუშა ვერ შეეგუა უცხო ქალაქს, სპეციალურად აცდენდა, არ სწავლობდა, რომ გაეგდოთ და თბილისში დაბრუნებულიყო''.
იქაც ვერ შეეწყნენ. როგორც მოგვიანებით ია იხსენებდა, ნიკა ბოჰემურად ცხოვრობდა, თავისი ცხოვრებით... ია მოსკოვში დაბრუნდა სასწავლებლად. ''მიჭირდა: დილით ვიღვიძებდი, მის ფოტოებს ვესალმებოდი, ვკოცნიდი, ველაპარაკებოდი. მენატრებოდა.
თბილისში დაბრუნებულმა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ისე გამიხარდა... მერე კი ნაცნობებისგან გავიგე, რომ ქმარს საყვარელი ჰყავდა და ისიც ორსულად... წარმოიდგინეთ, 19 წლის ასაკში ეს როგორი განსაცდელია... ერთი სიტყვით, დავშორდით, ბავშვი კი დავკარგე''.
მერე იყო სერგეი მაკსაჩევი, რომელიც ასევე ''ვგიკელი'' იყო, მსახიობი. მას დიდხანს უყვარდა ია. ია გამო თბილისშიც ჩამოვიდა საცხოვრებლად, გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობდა. მასთან გაუჩნდა პირველი შვილი - გიორგი...
თუმცა სერგეის საქართველოში კარიერა ვერ აეწყო, მოსკოვში დაბრუნდა. იქიდან ზრუნავდა ცოლ-შვილზე... ერთად ცხოვრება არ გამოვიდა, იას ამ ოჯახის დანგრევაც მოუწია. სერგეი წლების შემდეგ პოლიტიკაში გადაბარგდა, კურსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორი იყო. მას სხვა ოჯახი აქვს, ორი ქალიშვილი ჰყავს.
''მერე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ნინოს მამა - მიშა, ასევე შემოქმედებითი ადამიანი, მხატვარი. მანაც ერთხელ ბედის საძიებლად ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტა... ერთ წელიწადში დაბრუნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო: მეორედ აღარ მინდოდა ერთ მდინარეში შეცურვა... თუმცა ყველა ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა მაქვს, სხვანაირად არც შეიძლება''.
loading...
ADMIN |
2345 |
|
2014-03-18 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი