navigacia
...


რატომ მიატოვა იური ტიტოვმა ორსული თეონა კონტრიძე


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბოლო დროს, რაც რუსულ შოუბიზნესში აღარ არის ისეთი აქტიური, თეონა კონტრიძის ხილვას საქართველოში მივეჩვიეთ. უფრო მალ-მალე ჩამოდის, მონაწილეობს გადაცემებში, კონცერტებში, ახლა კი ქართულ მუსიკალურ შოუშიც გამოჩნდა ჟიურის წევრად.

იმის გამო, რომ ერთ დროს ''ჯაზ-პანკის თეთრ დედოფლად'' აღიარებული თეონა რა ხანია, ახალს არაფერს სთავაზობს თაყვანისმცემელს, ინტერნეტსივრცეში უკმაყოფილებაც კი გამოიწვია ჟიურის წევრად მისმა გამოჩენამ და კრიტიკულმა გამონათქვამებმა ქართველი ვარსკვლავების მისამართით. თუმცა უდავოდ ნიჭიერი და წარმატებული მომღერალია, რომელსაც დიდი მიღწევები ჰქონდა განსაკუთრებით რუსეთში.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში დიდი სიახლეები არ აქვს, ისეთივე თამამი, აქტიური და უკომპლექსოა, რის გამოც ყოველთვის აქტუალურია. სულ ბოლოს ინტერნეტ-სივრცეში მისი ცნობილი გამონათქვამი გახდა სალაპარაკო, რომელიც მიშა მშვილდაძის ინტერვიუს მოაყოლა: ''შეიძლება, მინეტს დედაც, დაც და ''დაჟე'' ძმაც აკეთებს''...

თვითონ პირადი ცხოვრება დიდხანს ჰქონდა არეული. იმ პერიოდში, როცა რუსეთში გადაბარგდა და კარიერა იქ გაიკეთა - გნესინების სასწავლებლიდან აღმოჩნდა მოსკოვურ კლუბებში და ბორის მოისეევის თეატრში, რუსული ''ვარსკვლავების ფაბრიკის'' წევრ იური ტიტოვს დაუახლოვდა. მისგან შვილიც გააჩინა, თუმცა ტიტოვმა ორსულობის დროსვე. ამბობენ, რომ სხვა ქალბატონმა გაიტაცა და თეონასკენ აღარც გამოუხედავს.

რამდენიმე წელიწადში თეონამ მეორე შვილიც გააჩინა. აგვისტოს ომის პერიოდში თავის მეორე ნახევარზე ჯვარი საქართველოში დაიწერა და დღესაც მის გვერდით ცხოვრობს - ერთად ზრდიან ბავშვებს.

დღესდღეობით ძირითადად კლუბებში გამოდის კონცერტებით, ჰყავს თავისი ბენდი.

loading...
ADMIN 1887 0 2014-03-19
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 11
სტუმრები 11
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css