navigacia
...


მოგზაურობის სინდრომები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

პარიზის სინდრომი

ეს არის მოგზაურთა სინდრომებიდან ერთ-ერთი. ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც უცხო ქვეყნის მონახულებისას და მოულოდნელ რეალობასთან შეხვედრისას ემართება ადამიანს.

პარიზის სინდრომი ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ქალაქზე (ქვეყანაზე) გაიდეალებული შეხედულება ჰქონდათ. ხოლო რეალობა კი სრულებიდ არა გავს იმას, რასაც ელოდებოდნენ.

ამელი პულენისა და შანელის პარიზის მოლოდინში, მოგზაური ხვდება უბრალო რეალობას და ეს მტკივნეულად მოქმედებს მის ფსიქიკაზე.

პარიზის სინდრომი ძირითადად იაპონელებს ემართებათ. იაპონური გამოცემები პარიზს აიდეალებენ, უნაკლო და შეუდარებელ ქალაქად წარმოაჩენენ. ტურისტს წარმოდგენა აქვს რომ სამოთხეში მიემგზავრება და ვეღარ იტანს უმცირეს ,,მოკვდავურ,, გამოვლინებას.

მნიშვნელოვანია კულტურული თუ ენობრივი ბარიერი, რომელიც ჩასულ სტუმარს ატყდება თავს. ასევე დროის სხვაობა, რაც ძირითადად უძილობის პრობლემის სათავედ იქცევა ხოლმე.

იაპონელებისთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას თურმე ის იწვევს, რომ ფრანგები ემოციურად საუბრობენ და გულღიები არიან. ეს კი იაპონური კულტურისთვის დაუშვებელია. (საკითხავია იაპონელებს საქართველოში, იტალიაში ან საბერძნეთში ჩასვლისას რა ემართებათ?)

პარიზის სინდრომი ახალი ფენომენი არ არის. ამ საკითხზე 40 წლის წინათ დაიწყო მუშაობა ფსიქიატრმა ჰიროაკი ოტამ, რომელიც პარიზის წმინდა ანას საავადმყოფოში მუშაობდა.

ამ სინდრომით დაავადებულებს, იშვიათ შემთხვევაში, საავადმყოფოში გადაყვანაც ჭირდებათ, ისე კი, სამშობლოში დაბრუნებისას სინდრომი თავისთავად ქრება.

სტენდალის( ფლორენციის) სინდრომი

ამ სინდრომს ასე იმის გამო ეწოდება, რომ 1817 წელს, სწორედ სტენდალმა აღწერა პირველად იგი. მწერალი ფლორენციაში მოგზაურობისას, პირად დღიურში წერდა ამ სენის შესახებ.

სტენდალის სინდრომი, ეს არის ძლიერი ფსიქოლოგიური ტრამვა, რასაც იწვევს დიდი რაოდენობის ხელოვნების ნიმუშის ერთდროულად მონახულება. შედევრის ფიზიკური თუ მორალური სიდიდე, ადამიანს უსუსურობის შეგრძნებას მართებს.
სტენდალი წერდა, რომ სწორედ ასე დაემართა ფლორენციაში, სანტა კროსის ბაზილიკის მონახულებისას.



ინდოეთის სინდრომი
ინდოეთის სინდრომის სიმპტომებია: გულის რევა, თავის ტკივილი, გამაყრუებელი ხმაური ყურებში და გიჟური სურვილი გაექცე ყველას და ყველაფერს.

ამას იწვევს ის გარემო, რაც უცხო ადამიანს ინდოეთში პირველად მოხვედრისას ემართება. აუარება ხალხი, არასასიამოვნო სუნი, სიღარიბე და ხმაური, ეს ის ფაქტორებია, რაც თრგუნავს მნახველს. განსაკუთრებით ხშირია, როდესაც ტურისტი ინდოეთში ადამიანების სიკვდილს შეესწრება. ეს სიცოცხლის გაუფასურების შეგრძნებას უქმნის მას და მძიმე დეპრესიისკენ უბიძგებს.

ქვეყნის დატოვების შემდეგ, სიმპტომები ქრება.



იერუსალიმის სინდრომი
ეს სინდრომი ძალიან გავს სტენდალის სინდრომს. თუმცა, შედევრების ნაცვლად, ადამიანს იმისი შეგრძნება აბნევს, რომ წმინდა მიწაზე დგას. ეს სინდრომი მომლოცველებს ემართებათ. ისინი უდიდესი ემოციის ქვეშ იმყოფებიან. ხშირად თავი ყოვლისშემძლეებად წარმოუდგენიათ და რეალობის შეგრძნებას კარგავენ. იერუსალიმის სინდრომით დაავადებული ადამიანი ისე იქცევა, თითქოს სხვა განწომილებაში ხვდება. თავს ბიბლიის რომელიმე გმირს ადარებს ან წარმოიდგენს, რომ თავადაა ეს გმირი.
ჩამოთვლილ სიმდრომებს შორის, იერუსალიმის სინდრომი ყველაზე რთული ფსიქოლოგიური გადახრაა, რომელსაც ფსიქოზის ერთ-ერთ ფორმად განიხილავენ.

loading...
ADMIN 1651 0 2014-10-06
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css