ბევრი მიიჩნევდა, რომ ავტორებმა მელოდია და ტექსტის იდეა სხვა სიმღერებისაგან აიღეს. კერძოდ იმ დროისათვის ცნობილი მელოდიებიდან:
Happy Greetings to All 1858 წელი (ჰორას ვატერსის)
Good Night to You (1858)
A Happy New Year to All (1875)
A Happy Greeting to All (1885)
იმ სახით, რომელიც სიმღერას დღეს აქვს, 1912 წელს გამოჩნდა პირველად.
1924 წელს რობერტ კოლემანმა, იგი შეიტანა დაბადების დღის სიმღერების კრებულში.
,,happy birthday to you,, ხშირად შედიოდა სხვადასხვა კრებულებში და საავტორო უფლებებზე არც არავინ ფიქრობდა.
1935 წლიდან დაიწყო დავა კომპანიებს შორის, თუ რომელი კომპანია მოიპოვებდა საავტორო უფლებების დაცვის უფლებას.
კომპანია The summy Company-მ გაიმარჯვა და აკრძალა სიმღერის გამოყენება სპეციალური გადასახადის გარეშე. აკრძალვა ეხებოდა ტელევიზიებს, რადიოს და ყველა ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც მსმენელი ეყოლებოდა. აკრძალვა არ ეხებოდა ოჯახში და მეგობრების წრეში სიმღერას.
1990 წელს, კომპანია Warner Chappell- მა იყიდა სიმღერის საავტორო უფლებების განკარგვის უფლება. ,,happy birthday to you,, 5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, მაგრამ კომპანიამ უფლება 15 მილიონად შეიძინა.
საავტორო უფლებების კონტროლი კომპანიას 2030 წლამდე შეუძლია. თუმცა ეს შეზღუდვა დიდ დავას იწვევს საზოგადოებაში. იმის გამო, რომ თვლიან, სიმღერის მელოდია და სიტყვები ნასესხები აქვთ ავტორებს, საზოგადოებას არასწორად მიაჩნიათ მისი გამოყენებისათვის გადასახადის დაწესება.
ვიდრე 2030 წელი დადგება ან დავას როგორმე გადაწყვეტენ, პერლა ყველა იუბილარს გილოცავთ დაბადების დღეს!
loading...