navigacia
...


სტილისა და ცხოვრების 10 გაკვეთილი „დოლჩე და გაბანასგან


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება


იტალიური დუეტი – დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა უკვე 30 წელზე მეტია ქალური მგრძნობიარობითა და სექსუალურობით შთაგონებული ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. მათ შემოიყვანეს მოდაში კაბა სახელოების გარეშე (კაბა-ბიუტიე), დახეული ჯინსები და საცვლების სტილი. მათი კოლექციები უმალ ხდება მთელი მსოფლიოს ქალებისთვის სასურველი.
დარწმუნებულია, რომ მოდის აღიარებული კანონმდებლების რჩევები ნებისმიერ ქალს გამოადგება.
1. „ჩვენი პირველი წესი: არანაირი წესი“
„ უპირველეს ყოვლისა, აირჩიეთ თავისუფლება. ყველამ უნდა ატაროს ის, რაც მას აბედნიერებს. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ქალმა თავი იგრძნოს ლამაზმანად, რომ ის იყოს ლაღი საკუთარ თავთან.“
2. „გარეგნობა ქმნის საგანს. ვის ახსოვს რომელი ჩანთით დადიოდა სოფი ლორენი? თუმცა ყველას ახსოვს მისი დეკოლტე!“
„იპოვეთ რაიმე განსხვავებული დეტალი,რაც წარმოაჩენს თქვენს ინდივიდუალურობას ტანსაცმლის მეშვეობით.ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წვრილმანი, მაგრამ ისეთი, რომელიც მხოლოდ თქვენ გამოგარჩევთ.“

3. „სამოსი გავლენას ახდენს ყველაფერზე: დაწყებული ადამიანის იუმორის გრძნობიდან დამთავრებული საკუთარი თავის აღქმით.“


„ქალებს უნდათ იცხოვრონ ზღაპარში, იყვნენ პრინცესები, ატარებდნენ წითელ კაბასა და გვირგვინს, -ამაში დარწმუნებულია დომენიკო,- „ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები მუდამ მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ იმიტომ, რომ როდესაც შენ იღებ კომპლიმენტებს შენი გარეგნობის შესახებ, ბევრად უფრო თავდაჯერებული ხარ. დაე, ეს შეგრძნება სულ გქონოდეთ.“

4. „ლამაზი საცვლები-სექსუალურობის მტკიცებულებაა. ეს გამოხატავს საკუთარი სხეულის პატივისცემას.“

„როდესაც ჩვენ ვამზადებთ მოდელს პოდიუმზე გასასვლელად, პირველ რიგში ვაძლევთ მას ბიუსტჰალტერს, ატლასს, მაქმანს. თქვენ ვერასდროს დაინახავთ ქალს სამხრეთ იტალიიდან ბიუსტჰალტერის გარეშე, ვერასდროს.“
5. „ყოველ ქალს უნდა ჰქონდეს პატარა შავი კაბა და თვალისმომჭრელი აქსესუარები, რათა აქციოს ყოველი ლუქი განსაკუთრებულად.“
„მაგალითად, ქუსლიანი ფეხსაცმლის წყვილი, თვლებით მორთული კლაჩი საღამოსთვის და Miss Sicily-ს ჩანთა ძველებური იმიჯისთვის.



6. „არ ეძებოთ ტრენდები, ეძებეთ ის, რაც მოგიხდებათ.“
გაცილებით მოგიხდებათ ის, რაც გჭირდებათ და არა ის, რაც მოდაშია. როდესაც გიყვარს ის, რაც გაცვია, სამოსი იძენს სიცოცხლეს. ხშირად მოდა ხელოვნურია, აი, გემოვნებიანად კი შეიძლება მეთევზეც გამოიყურებოდეს.
7. „ყურადღება მიაქციეთ კორსეტს – ქალურობისა და მგრძნობიარობის სიმბოლოს.“
„თუ თქვენ ატარებთ კორსეტს, თქვენ კარგავთ ერთ ზომას. ყველაფერს, რაც საჭიროა, კორსეტი წევს მაღლა და ტანი ხდება იდეალური“- ამბობს დოლჩე. არ არის გასაკვირი, რომ დუეტის მახასიათებელ ნიშნად იქცა „სიცილიელი ქვრივის“ შავი კაბები, რომლებიც მას, ვინც ატარებს, უქმნის თხელ გარშემოწერილობას, მაღალ მკერდსა და მომრგვალებულ ბარძაყებს.
8. „თუ თქვენ იქნებით შურიანი, ვერასდროს გაიზრდებით. უნდა შეგეძლოთ აღფრთოვანება და დათმობა.“

„ხდება ხოლმე, რომ უყურებ შენს ძველ სურათებს და ამის გამო არ უწყრები საკუთარ თავს. კიდევ კარგი, რომ ასე ხდება! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვვითარდებით.“
9. „მთავარია, თავს გრძნობდე თავდაჯერებულად და ბუნებრივად.“
„სექსუალურად შეიძლება გამოიყურებოდე უბრალო თეთრ პერანგშიც. მთავარია ქცევის მანერები, მზერა, ჟესტები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტანსაცმელი. უნდა ისწავლო თავის წარმოჩენა როგორც ნაომი, ჟიზელი, კლაუდია. ზუსტად სხეულისა და გონების ურთიერთქმედება არის უმთავრესი.“


10. „არ არის აუცილებელი, იყო იდეალური, რათა იყო ლამაზი.“
„ჭეშმარიტად სექსუალური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ნიუანსიც თქვენი გარეგნობიდან. პირადად მე უფრო მომწონს არაიდეალური ქალები. მაგალითად, მე ვგიჟდები ქალებზე მსხვილი ცხვირით. ცხვირი-ეს მახასიათებელია. ბევრ ქალს სსურს, შეასწოროს თავისი ცხვირი,მაგრამ ჩემთვის სულერთია, მე მაინც მოხიბლული ვარ.“

loading...
ADMIN 1160 0 2016-01-25
5.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 12
სტუმრები 12
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css