დღეს სადგურში ,,მეტროპლუსის“ ავტობუსების გამოჩენისას, მძღოლებმა ავტობუსებს კვერცხები და საღებავები დაუშინეს, რის გამოც 10 მძღოლი დააკავეს. ტელეკომპანია `იმედის~ ინფორმაციით, მძღოლები ამ დრომდე ზუგდიდის სამმართველოში იმყოფებიან.
,,მეტროპლუსის“ მძღოლების თქმით, ზუგდიდი-თბილისის რეისი 15:00 საათზე უნდა შეესრულებინათ, მაგრამ ამ დრომდე ვერ გადიან სადგურიდან.
გაფიცული მძღოლების თქმით, ზუგდიდის ავტოსადგურზე ,,მეტროპლუსის“ ავტობუსების გამოჩენით ისინი შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. მძღოლები საპროტესტო გამოსვლების შეჩერებას არ აპირებენ, სანამ ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზრიდან კომპანია ,,მეტროპლუსი“ არ გავა.
მარი.ნამგალაძე
loading...