navigacia
...


ვარსკვავი ქალბატონები „ნემსზე შეჯდნენ“


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

გამუდმებული გადაფრენები, გადაღებები, კონცერტები, წვეულებები - ვარსკვლავებს დიდი ენერგია სჭირდებათ, რომ ამ ალიაქოთის ფონზე მაინც მხნედ და ლამაზად გამოიყურებოდნენ. ამიტომაც აჰყვნენ ახალ მოდას - „სილამაზის ინიექციები“, „ვიტამინი ნომერი 4“, „ჯანმრთელობის კოქტეილი“, სწორედ ამაზეა „შემჯდარი“ მსოფლიო შოუბიზნესის ელიტა. ბოლო დროს მდიდართა და ცნობილთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „ვიტამინის ნემსები“. ინიექციის გაკეთებისა და გადასხმების პროცესს ვარსკვლავები ფირზეც აღბეჭდავენ და მერე სოციალური ქსელით ავრცელებენ. ახალი მოდის მიმდევრებს შორის არიან სინდი კროუფორდი, ვიქტორია ბექჰემი. ამ ფოტოებზე თქვენ რიტა ორას, კარა დელვინისა და რიანას მაჯებს ხედავთ, გადასხმის დროს. შიდავენურ ინიექციებს „ჯანმრთელობის კოქტეილებს“ უწოდებენ. მათ შორის ყველაზე პოპულარული ყოფილა „მიტამინი ნომერი 4“. ეს ინიექცია ებრძვის დაღლილობას, ამაღლებს ენერგიის დონეს და გონებრივ შესაძლებლობებს. ეს არის გაუმჯობესებული ვარიანტი ვიტამინების ინიექციისა, რომელიც 1960-იან წლების აშშ-ში გაჩნდა. ახლა მთელი მსოფლიოს კლინიკები სთავაზობენ პაციენტებს „ვიტამინის კოქტეილის“ ინიექციას ან წვეთოვანსაც კი, რაც ორგანიზმს სიმხნევეს მატებს და იმუნიტეტს ამაღლებს. იაპონიაში სპეციალური კაფეც კია, სადაც ვიტამინის წვეთების მთელი მენიუა წარმოდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ „ვიტამინი ნომერი 4“-ის თითოეული ნემსი არც ისე იაფი ღირს და საერთო ჯამში ასობით დოლარი ჯდება ეს „სიამოვნება“. ეფექტი დაახლოებით ოთხი ნემსის შემდეგ ჩანს. თუმცა ყველა სპეციალისტი როდი იზიარებს სელებრიტების აღტაცებას. ბევრს მიაჩნია, რომ ორგანიზმში ვენიდან შეყვანილი ვიტამინები ზიანს მეტს იწვევს, ვიდრე სარგებელს.

loading...
ADMIN 1116 0 2014-03-10
3.0/5 из 1

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css