სექსუალურ ტყუპ დას ყველაფერი საერთო აქვს, ბოიფრენდის ჩათვლით
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ეს ორი ავსტრალიელი ქალბატონი, ლუსი და ანა დესინკიუ, წყლის ორი წვეთივით ჰგავს ერთმანეთს. ისინი დები არიან, უფრო მეტიც - ტყუპი და.
ერთმანეთისგან განასხვავებთ მხოლოდ ერთი პატარა ხალი, რომელიც ლუსის ჰქონია ლოყაზე. დები ერთმანეთს ყველაფერს უამბობენ და უნაწილებენ, უფრო სწორად კი, ყველაფერი საერთო აქვთ - სამსახური, მანქანა, „ფეისბუქი“ და ბოიფრენდიც კი.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო „სრულყოფილნი“ და სექსუალურები ყოფილიყვნენ, დებმა ერთად გაიკეთეს პლასტიკური ოპერაციები, სულ 240 ათასი დოლარი დახარჯეს და გაიზარდეს ტუჩები, მკერდი.
დღეს ორივე ერთად მუშაობს - ხანდაზმულ ადამიანებს უვლიან. გამომუშავებულ ფულს კი ძირითადად ტანსაცმელსა და თავის გასალამაზებელ საშუალებებში ხარჯავენ.
„ახალგაზრდობაში კიდევ უფრო კარგად ვერთობოდთ. შეგვეძლო, ბოიფრენდები გაგვეცვალა, თუ მოგვბეზრდებოდა. ახლაც მოგვწონთ თამაშები, როცა ვინმეს ვატყუებთ ან თავგზას ვუბნევთ ჩვენი ერთნაირობით“, - ამბობს ლუსი.
loading...
ADMIN |
1054 |
|
2014-03-10 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი