„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტს სერიალში „ბაბულიკების“ დაბრუნებას სთხოვენ
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ფაქტია, რომ სერიალის ერთგული მაყურებელი ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელოდებოდა, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, „ბაბულიკები“ შესაძლოა სერიალში აღარ გამოჩნდნენ.
მიზეზი კი ფილმში განვითარებული მოვლენები გახდა, რომლის მიხედვით დიტო, ვერსკი და კაბუს გმირი მანქანით მტკვარში გადავარდნენ.
სერიალიდან დროებით გაქრა კატოს გმირიც. ლელა მებურიშვილი ბავშვს ელოდება. იშვიათად გამოჩნდება სერიალში, სკაიპის საშუალებით დას „ამერიკიდან“ ჩაერთვება.
რამდენიმე საათის წინ სერიალის სცენარისტრმა ქეთი დევდარიანმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
„მე ვთქვი, ამ ახალგაზრდა, ჯეელ-ყმაწვილებს რა „ფრენდ რექვესტები“ აუტყდათ-თქო და თურმე „ლიჩნად“ უნდა მთხოვონ ბაბულიკების დაბრუნება“.
როგორც ჩანს, მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარეს „ბაბულიკები“ და ძალიან გაუჭირდათ მათთან განშორება.
loading...
ADMIN |
1270 |
|
2014-03-10 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი