თურქეთში შესაძლოა „ფეისბუქი“ და „იუთუბი“ აიკრძალოს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით 30 მარტის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თურქეთში შესაძლოა „ფეისბუქი" და „იუთუბი" აიკრძალოს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, მიზეზი, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებული, პრემიერის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები გახდა. საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, სადაც ერდოღანსა და მის ვაჟიშვილს შორის საუბარია დიდი რაოდენობით ფულის დამალვაზე.
ერდოღანი ამტკიცებს, რომ ჩანაწერი ყალბია და მათი მეშვეობით პოლიტიკური ოპონენტები მის დისკრედიტაციას ცდილობენ.
loading...
ADMIN |
1351 |
|
2014-03-11 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი