მილიონერმა მთელი თავისი ქონება მთავრობას უანდერძა
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
87 წლის ამერიკელმა, რომელიც მაიამის სიახლოვეს ცხოვრობს, მთავრობას უანდერძა 1 მლნ დოლარი და თავისი სახლი. ჯეიმს დევიდსონი შარშან ზამთარში გარდაიცვალა, თუმცა მთავრობამ მისი 1929 წელს აგებული სახლი ახლა გამოიტანეს გასაყიდად აუქცუიონზე 15-მდე პოტენციური მყიდველი გამოჩნდა.
საწყისი ფასი კი 100 ათასი დოლარი იყო. საბოლოოდ სახლი 1, 175 მლნ დოლარად გაიყიდა. სულ ცოტა ხანში კიდევ ჩატარდება აუქციონი, რომელზეც ჯეიმს დევიდსონის ანტიკვარული ავეჯი და სხვა ნივთები გამოიფინება.
უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტა მილიონერმა, რომ მთელი თავისი ქონება მთავრობისთვის შეეწირა. დეტალებზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ლაპარაკობენ.
loading...
ADMIN |
977 |
|
2014-03-12 |
0.0/5 из 0 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი