გადატრიალება მედიცინაში - ტულიო სიმონჩინი კიბოს სოდით კურნავს?
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
სიმსივნესთან ბრძოლა თანამედროვე მედიცინისთვის ერთ-ერთი დაუძლეველი პრობლემაა. ამიტომაცაა, რომ მთელი მსოფლიოს მედიკოსები, მეცნიერები, სახალხო მკურნალები თუ სხვანი ეძებენ სხვადასხვა საშუალებას ამ მომაკვდინებელ სენთან საბრძოლველად.
ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ვინმე ტულიო სიმონჩინი, იტალიელი ექიმი, რომელიც ირწმუნება, რომ სიმსივნეს ჩვეულებრივი საჭმელი სოდით კურნავს.
სიმონჩინის დღეს ბევრი მიმდევარი ჰყავს, თუმცა კრიტიკოსიც არ აკლია. ზოგიერთები მას შარლატანობაში სდებენ ბრალს, იტალიაში ციხეშიც კი იჯდა მცირე ხანს თაღლითობის ბრალდებით. თუმცა არიან მისგან განკურნებული ადამიანებიც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ გარკვეული სახეობის სიმსივნეებს ის ნამდვილად წარმატებით ებრძვის.
სოდით მკურნალობა ტრადიციული მედიცინის მიერ არ არის აღიარებული. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. სიმსივნე უჯრედების არაკონტროლირებადი დაყოფაა, რომლის გაჩენის მიზეზს ჯერ ვერ მიაკვლიეს. ექიმები ძირითადად ცუდ ეკოლოგიას, მავნე საკვებ პროდუქტებს, რადიაციასა და სტრესს ასახელებენ.
მკურნალობის მეთოდები ერთმანეთზე უარესია - ქიმიური პრეპარატების ლამის სასიკვდილო დოზები თუ რადიაცია ადამიანის იმუნიტეტსაც კლავს, ''დაავადებულ'' უჯრედებთან ერთად.
სიმონჩინის სიმსივნის გაჩენის მიზეზებსა და მისი მკურნალობის გზებზე აქვს სულ სხვა შეხედულებები.
მას მიაჩნია, რომ სიმსივნეს კადიდა სოკო იწვევს, ასე გავრცელებული და მოდებული, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. თუ ადამიანი ჯანმრთელია, მისი იმუნიტეტი ჯაბნის კადიდას და არ აძლევს საშუალებას, განვითარდეს. ხოლო თუ სუსტი იმუნიტეტი აქვს, ორგანიზმი ვერ უმკლავდება ამ სოკოს და ის ინტენსიურად ვითარდება რომელიმე ორგანოში.
სიმონჩინის მიაჩნია, რომ პირველ რიგში იმუნიტეტი უნდა აღდგეს. ადამიანებს ურჩევს, სიმსივნის პრევენციის მიზნით, პირველ რიგში იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნონ.
მაგრამ თუ უკვე განვითარდა სიმსივნე? სიმონჩინიმ დაიწყო სოკოსთან მებრძოლი საშუალების ძიება და ის ჩვეულებრივ სოდაში აღმოჩნდა, უფრო სწორად - ნატრიუმის ბიკარბონატში. თურმე კანდიდას სოკო ვერ თავსდება სოდასთან და იღუპება.
როგორც ამბობენ, სიმონჩინის ბევრი ისეთი ავადმყოფი განუკურნებია, რომლებსაც ოფიციალური მედიცინა ვერ შველოდა. სიმსივნის ლოკალიზაციის მიხედვით, მისი პაციენტები ან სვამდნენ სოდის ნაზავს, ან სოდას სიმსივნეში ნემსით უშვებდნენ.
მას მერე, რაც სიმონჩინის შესახებ ოფიციალურმა ორგანოებმა შეიტყვეს, ის სამი წლით ციხეში ჩასვეს. თუმცა გათავისუფლებულმა გააგრძელა საქმიანობა და თავის მოსაზრებებს და შეხედულებებს დღესაც უზიარებს დაინტერესებულ საზოგადოებას. ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით.
loading...
ADMIN |
1178 |
|
2014-03-12 |
1.0/5 из 1 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი