navigacia
...


ქეთა თოფურიამ კრემლის დარბაზში მაყურებლები შეაშინა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

კრემლის დარბაზში გამოსვლისას ქეთა თოფურიას, რომელიც რუსულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და მომხიბვლელ არტისტად მიიჩნევა, ისეთი უცნაური მაკიაჟი ჰქონდა, მაყურებლები შეაშინა. მომღერალი ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს სამოსით, მაკიაჟით, ვარცხნილობით, თუმცა, როგორც წესი, ქალურობას ინარჩუნებს ხოლმე. აი, ამჯერად კი, ვალენტინ უდაშკინის შოუზე ნამდვილი გოთის მაკიაჟით მივიდა. ''ა-სტუდიოს'' სოლისტმა მუქ ფერებზე შეაჩერა არჩევანი, განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო შავი პომადა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ქეთა საფლავიდან წამომდგარ ლამაზმანს ჰგავდა. მოდურმა ბლოგერებმაც აღიარეს, რომ ამჯერად ქეთას არჩევანი არ იყო წარმატებული. ქეთი გაცილებით მომხიბვლელია სექსუალურ სამოსში, ვიდრე გოთი გოგონას ''როლში''. სხვათა შორის, ''ა-სტუდიომ'' ახლახან დაასრულა ახალი კლიპის გადაღება დანიელ მუსიკოს ტომას ნევერგრინთან ერთად. გადაღებები სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, ერთ-ერთ ძველებურ შენობაში მიმდინარეობდა. ტომასი კლიპში ღამის დარაჯს ასახიერებს, ''ა-სტუდიოს'' წევრები კი კლასიციზმის ეპოქის ცვილის ფიგურები არიან.

loading...
ADMIN 989 0 2014-03-12
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css