ტელევიზიაში მისი წასვლის შესახებ გუშინაც ვწერდით, დღეს კი ირკვევა, რომ 37 წლის ტიერი ანრი Sky Sports-ის ლონდონის ოფისში მუშაობას 2015 წლიდან შეუდგება. შეთანხმება 6 წელიწადს ითვალისწინებს, გასამრჯელო კი წელიწადში 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს. ანუ საკმარისად იმაზე ბევრს, ვიდრე ზოგიერთ მოქმედ ფეხბურთელს აქვს.
20-წლიანი კარიერის განმავლობაში ტიერი ანრი თამაშობდა ”მონაკოში”, ”იუვენტუსში”, ”არსენალში”, ”ბარსელონაში” და ბოლოს ”ნიუ იორკ რედ ბულსში”, რომლის რიგებშიც 122 მატჩი და 51 გოლი გაიტანა.
დეკემბრის დასაწყისში 37 წლის ფეხბურთელმა MLS-ის ფლეი ოფიდან ნიუიორკული კლუბის გავარდნის შემდეგ ტიერი ანრიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ანრიმ ”მონაკოს” რიგებში საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა (1997), ლონდონის ”არსენალთან” ინგლისის ჩემპიონობა ორჯერ - 2002, 2004 წლებში იზეიმა, ”ბარსელონასთან” ერთად 2009, 2010 წელს ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის (2009) გამარჯვებული გახდა.
საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 მსოფლიო 2000 წელს კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
loading...