არსებული ინფორმაციით, ფედერაციასა და ცხადაძეს შორის კონტრაქტი 2017 წლამდეა გაფორმებული.
ცხადაძის, როგორც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო 1986 წელს კლუბ თბილისის "დინამოში". სხვადასხვა დროს ის თამაშობდა ფრანკფურტის "აინტრახტში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", "მანჩესტერ სიტიში", თბილისის "ლოკომოტივსა" და მახაყკალის "ანჟიში".
მწვრთნელის კარიერა მან დაიწყო თბილისის "დინამოში", ასევე მუშაობდა ბოლნისის ”სიონში.” ბოლო პერიოდამდე წვრთნიდა ბაქოს "ინტერს".
loading...