”ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ის რაც კახამ წამოიწყო ჩემთვის მიუღებელია.
დაახლოებით თვეზე მეტია მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენს შორის. ჩემსა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს შორის შედგა სამი შეხვედრა, სადაც პირდაპირ ვუთხარი კახას, რომ მას აბსოლიტური მხარდაჭერა ჰქონდა ჩემი მხრიდან.
სამწუხაროდ ყველა შეხვედრაზე იყო კატეგოირული უარი. დღევანდელი დაპირისპირება და დაძაბულობა მხოლოდ და მხოლოდ კახა ცხადაძის დამსახურებაა.
ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩემსა და მას შორის ყველანაირი კავშირი გაწყდა. ცხადაძე არ პასუხობდა ჩემს ზარებსა და შეტყობინებებს.
სამწუხაროდ ჩემთვის წარმოუდგენელია რომ კახა ცხადაძე იყოს ეროვნული ნაკრების პრეზიდენტი, ამიტომ მე მოვიწვევ აღმასკომს სსადაც კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხს შევითან.”- განაცხადა ლევან კობიაშვილმა
loading...