ავღანელ ბავშვს, მურთაზა აჰმადს, რომელსაც ნამდვილი მაისურის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, მისი ძმა პოლიეთილენის პარკისგან, მესის მაისურის დამზადებაში დაეხმარა. ახლა კი პატარა მურთაზას საშუალება აქვს მისი კერპს რეალურად შეხვდეს.
როგორც ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნავენ, მათ ლეო მესისგან და "ბარსელონასგან" შეტყობინება მიიღეს, რათა მურთაზასა და არგენტინელი ფეხბურთელის შეხვედრა მოხდეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და სად შეხვდებიან მესი და მურთაზა ერთმანეთს.
როგორც CNN-თან საუბრისას მურთაზას მამა, არიფ აჰმადი აცხადებს:
"ჩემს შვილს ვუთხარი, რომ ჩვენ ღარიბ სოფილში ვცხოვრობთ, რომელიც ქალაქისგან ძალიან შორს არის და რომ შეუძლებელი იყო მეყიდა მისთვის მისი საყვარელი ფეხბურთელის მაისური. ის მთელი დღეების განმავლობაში ტიროდა, მანამ სანამ მისმა ძმამ პოლიეთილენის პარკისგან მესის მაისური არ დაუმზადა"
loading...