ამასთან, პერსონალურ მონაცემთა ზედამხედველმა Google-ი დაავალდებულა გამოაქვეყნოს მისი გადაწყვეტილება google.fr-ზე 48 საათის განმავლობაში.

გასული წლის ივნისში, CNIL-მა დაადგინა, რომ Google-მა ქვეყნის კანონმდებლობა პერსონალური მონაცემების შესახებ ექვს ნაწილში დაარღვია, რომელთაგან ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ კომპანია არ ახდენდა მომხმარებელთა სათანადო ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალური ინფორმაცია გამოიყენებოდა და ინახებოდა მათ შესახებ.

პრობლემის სათავე კი იმაში მდგომარეობს, რომ Google-მა პირადი მონაცემების გამოყენების წესი შეცვალა და მომხმარებლის შესახებ პირად მონაცემებს აგროვებს თავისი ყველა სერვისიდან - Gmail, Google+, YouTube - ოღონდ ისე, რომ მომხმარებელს არ უტოვებს იმის საშუალებას, აღნიშნულზე უარი თქვას.

CNIL-ს ივნისის დადგენილებაზე Google-ში განაცხადეს, რომ გაფრთხილებას ყურად იღებდნენ და შესაბამისად იმოქმედებდნენ, თუმცა როგორც ირკვევა, მოგვიანებით გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს მაკონტროლებელი ორგანო არად ჩაეგდოთ.

"ჩვენი მოლაპარაკებების ფარგლებში, CNIL-ს განვუმარტეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ისიც, თუ როგორ იძლევა ის უფრო ადვილი და მოსახერხებელი სერვისის მიწოდების საშუალებას,” - განაცხადა Google-ის სპიკერმა საფრანგეთში.

აღსანიშნავია, რომ 150 ათასი ევრო ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი ოდესმე CNIL-ს ვინმესთვის დაუკისრებია. როგორც ჩანს, მაკონტროლებელი ორგანო მართლაც გაბრაზებულია, რაც Google -სთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ მის წინააღმდეგ ანალოგიური დავები ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმაც წამოიწყეს, რადგან კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა თანხვედრაში არ მოდის ამ ქვეყნების კანონმდებლობასთან.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მაგალითი Google-სთვის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული პირველი პრობლემა არ არის.

ნოემბერში საძიებო გიგანტი 17 მილიონი დოლარით დაჯარიმდა ამერიკის 37 შტატთან და კოლუმბიის ოლქთან დავაში მას შემდეგ, რაც Safari ბრაუზერისთვის კონფიდენციალურობის პარამეტრები შეცვალა და პირადი ინფორმაციის სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება შესაძლებელი გახადა.

Google გერმანიასაც ჰყავს დაჯარიმებული 145 ათასი ევროთი პერსონალურ მონაცემთა სისტემატური და არალეგალური შეგროვებისთვის. ევროკავშირის ლიდერმა სახელმწიფომ სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდა, გაეზარდათ ჯარიმები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპების დამრღვევების წინააღმდეგ.

ზოგადად, ევროკომისია ამჟამად მუშაობს ახალ და უფრო მკაცრ რეგულაციებზე ინტერენეტ სერვისებისათვის, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, მის შესახებ არანაირი ინფორმაცია აღარ არსებობდეს კონკრეტულ ვებგვერდზე (the Right to be Forgotten). იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი გააუქმებს საკუთარ რეგისტრაციას კონკრეტული ინტერნეტ სერვისისათვის, ხოლო სერვისის მიმწოდებელი მის მონაცემებს მაინც შეინახავს, კანონმდებლობა ამ უკანასკნელს მისი წლიური ბრუნვის 2 პროცენტის ოდენობით დააჯარიმებს. აღნიშნული ტიპის რეგულაციები, რომელსაც სხვაგვარად ზოგადი მონაცემების დაცვის რეგულაციებსაც ეძახიან, ევროკავშირის ქვეყნებში, სავარაუდოდ, შემდეგი წლიდან შევა ძალაში. " />
navigacia
...


საფრანგეთმა Google დასაჯა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სააგენტომ CNIL-მა Google-ს 150 ათასი ევროს ჯარიმა დააკისრა ($204 ათასი) მის მიერ განსაზღვრული სამთვიანი დედლაინის უგულვებელყოფისა და მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის უკანონო გამოყენებისთვის.

"კომპანია სათანადოდ არ ახდენს მომხმარებელთა ინფორმირებას იმ პირობების შესახებ, რომელთა თანახმადაც მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება. ის მომხმარებლებს ინფორმაციას არც იმის შესახებ აწვდის, თუ რა მიზნით ხდება მათი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება,” - ნათქვამია CNIL-ის განცხადებაში.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა ზედამხედველმა Google-ი დაავალდებულა გამოაქვეყნოს მისი გადაწყვეტილება google.fr-ზე 48 საათის განმავლობაში.

გასული წლის ივნისში, CNIL-მა დაადგინა, რომ Google-მა ქვეყნის კანონმდებლობა პერსონალური მონაცემების შესახებ ექვს ნაწილში დაარღვია, რომელთაგან ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ კომპანია არ ახდენდა მომხმარებელთა სათანადო ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალური ინფორმაცია გამოიყენებოდა და ინახებოდა მათ შესახებ.

პრობლემის სათავე კი იმაში მდგომარეობს, რომ Google-მა პირადი მონაცემების გამოყენების წესი შეცვალა და მომხმარებლის შესახებ პირად მონაცემებს აგროვებს თავისი ყველა სერვისიდან - Gmail, Google+, YouTube - ოღონდ ისე, რომ მომხმარებელს არ უტოვებს იმის საშუალებას, აღნიშნულზე უარი თქვას.

CNIL-ს ივნისის დადგენილებაზე Google-ში განაცხადეს, რომ გაფრთხილებას ყურად იღებდნენ და შესაბამისად იმოქმედებდნენ, თუმცა როგორც ირკვევა, მოგვიანებით გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს მაკონტროლებელი ორგანო არად ჩაეგდოთ.

"ჩვენი მოლაპარაკებების ფარგლებში, CNIL-ს განვუმარტეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ისიც, თუ როგორ იძლევა ის უფრო ადვილი და მოსახერხებელი სერვისის მიწოდების საშუალებას,” - განაცხადა Google-ის სპიკერმა საფრანგეთში.

აღსანიშნავია, რომ 150 ათასი ევრო ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი ოდესმე CNIL-ს ვინმესთვის დაუკისრებია. როგორც ჩანს, მაკონტროლებელი ორგანო მართლაც გაბრაზებულია, რაც Google -სთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ მის წინააღმდეგ ანალოგიური დავები ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმაც წამოიწყეს, რადგან კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა თანხვედრაში არ მოდის ამ ქვეყნების კანონმდებლობასთან.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მაგალითი Google-სთვის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული პირველი პრობლემა არ არის.

ნოემბერში საძიებო გიგანტი 17 მილიონი დოლარით დაჯარიმდა ამერიკის 37 შტატთან და კოლუმბიის ოლქთან დავაში მას შემდეგ, რაც Safari ბრაუზერისთვის კონფიდენციალურობის პარამეტრები შეცვალა და პირადი ინფორმაციის სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება შესაძლებელი გახადა.

Google გერმანიასაც ჰყავს დაჯარიმებული 145 ათასი ევროთი პერსონალურ მონაცემთა სისტემატური და არალეგალური შეგროვებისთვის. ევროკავშირის ლიდერმა სახელმწიფომ სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდა, გაეზარდათ ჯარიმები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპების დამრღვევების წინააღმდეგ.

ზოგადად, ევროკომისია ამჟამად მუშაობს ახალ და უფრო მკაცრ რეგულაციებზე ინტერენეტ სერვისებისათვის, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, მის შესახებ არანაირი ინფორმაცია აღარ არსებობდეს კონკრეტულ ვებგვერდზე (the Right to be Forgotten). იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი გააუქმებს საკუთარ რეგისტრაციას კონკრეტული ინტერნეტ სერვისისათვის, ხოლო სერვისის მიმწოდებელი მის მონაცემებს მაინც შეინახავს, კანონმდებლობა ამ უკანასკნელს მისი წლიური ბრუნვის 2 პროცენტის ოდენობით დააჯარიმებს. აღნიშნული ტიპის რეგულაციები, რომელსაც სხვაგვარად ზოგადი მონაცემების დაცვის რეგულაციებსაც ეძახიან, ევროკავშირის ქვეყნებში, სავარაუდოდ, შემდეგი წლიდან შევა ძალაში.

loading...
ADMIN 1040 0 2014-11-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 10
სტუმრები 10
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css