navigacia
...


ოკეანის ძუძუმწოვრების კვლევაში კოსმოსიც ჩაერთო


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ოკეანის ძუძუმწოვრების აღრიცხვა გემიდან ან თვითმფრინავიდან ყოველთვის რთული იყო, მაგრამ ახლა მეცნიერებს უკვე ახალი შესაძლებლობაც გაუჩნდათ - ვეშაპებზე, ზვიგენებსა და დელფინებზე დაკვირვება უკვე კოსმოსიდანაც შესაძლებელია.

კერძოდ, კოსმოსიდან მიღებული გამოსახულების გამოყენებით, მეცნიერებს შეუძლიათ თვალი ადევნონ ოკეანის ძუძუმწოვრების ქცევას. გამოსახულება უფრო ფართო თვალსაწიერს აჩვენებს და თანაც, სისტემა ავტომატიზებულია.

Digital Globe-ის WorldView-2 პლატფორმა იყენებს ძალიან მაღალხარისხობრივი რეზოლუციის სატელიტურ სურათებს და მათი დამუშვების კომპიუტერულ პროგრამას, რათა აღმოაჩინოს ვეშაპები ოკეანის ზედაპირთან ახლოს.

მეცნიერთა ჯგუფმა British Antarctic Survey-დან ჩაატარა სატესტო აღრიცხვა სადა სამხრეთულ ვეშაპისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე არგენტინის სანაპიროზე, გოლფო ნუევოს ყურეში და აღმოაჩინა, რომ ავტომატიზებულმა სისტემამ სურათებზე ასახული ვეშაპების 89% აღმოაჩინა.



"რამდენადაც სატელიტის რეზოლუცია იზრდება და ჩვენი სურათების ანალიზი უმჯობესდება, სავარაუდოა, რომ გაცილებით მეტი სახეობის ვეშაპისებრთა ძუძუმწოვრების მონიტორინგს შევძლებთ სხვადასხვა ლოკაციებზე,” - განუცხადა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, პეტერ ფრეტველმა BBC-ის.

WorldView-2 პლატფორმას მინიმუმ 50 სანტიმეტრის ზომის საგნების აღრიცხვა შეუძლია, თუმცა ტალღებმა და ნისლიანმა ამინდმა, შესაძლოა, პროგრამა დააბნიოს.

სწორედ ამიტომ შეარჩიეს სამხრეთული სადა ვეშაპისებრები პირველ ჯერზე მონიტორინგისთვის, რადგან ისინი შედარებით ნელა ცურავენ და თანაც, ოკეანის ზედაპირთან ახლოს. თუმცა, მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ კომპიუტერული პლატფორმა სხვა ვეშაპისებრებსაც უპრობლემოდ დააფიქსირებს.

loading...
ADMIN 1048 0 2014-11-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css