15 დეკემბრიდან TOYOTA პირველ წყალბადის ძრავიან ავტომობილების გაყიდვას დაიწყებს
+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
კომპანია TOYOTA-მ შეასრულა პირობა და 15 დეკემბერს პირველად გაყიდვაში ჩაუშვებს წყალბადზე მომუშავე ავტომობილ Mirai-ის. ავტოკონცერნი აპირებს დამატებით წარმოებაში ჩაუშვას 165მლნ.$, გეგმავს გაზარდოს საწვავის მოცულობის ელემენტები და წყალბადის რეზერვუარები. ავტომობილები პირველად მხოლოდ იაპონიის გზებზე ივლიან. აშშ-ში და ევროპაში იმპორტი სავარაუდოდ 2015 წლის ზაფხულში დაიწყება.ავტომობილის ფასი 69 ათასი$ იქნება. წლის ბოლომდე კონცერნი აპირებს საწვავის ელემენტებზე მომუშავე მომავლის ავტომობილის 400 ეგზემპლიარის გაყიდვას. ხოლო 2017 წლის ბოლომდე აშშ-ში მინიმუმ 3 000 მანქანის იმპორტს. 2020 წლისთვის კომპანიას გეგმაში აქვს ავტომობილი Mirai-ის წარმოება 50 000-მდე გაზარდოს, ხოლო 2030 წლიათვის 400 000-მდე. იაპონიის მთავრობამ Mirai-ის ყოველ მყიდველს 17ათასი $-ის სუბსიდია აღუთქვა. შეგახსენებთ, რომ ავტომობილის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არის წყალი, ატმოსფეროში არავითარი მავნე ნივთიერებები არ გამოიყოფა. წყალბადის საწვავი ავტომობილს 650 კმ.-ის დასაფარად ყოფნის.
loading...
ADMIN |
1038 |
|
2014-12-08 |
5.0/5 из 2 |
გაუზიარე მეგობრებს
დატოვეთ კომენტარი