როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ საქართველოში არსებული პარტნიორებისგან შეიტყვეს, რომ თბილისის მერია მუშაობს საკითხზე, რომელიც ქალაქის ძირითადი სატრანსპორტო არტერიების განტვირთვას ისახავს მიზნად, და ამასთან, შესთავაზოს
ტურისტებს ქალაქის ძველ ნაწილში კომფორტული და თანამედროვე ტრანსპორტით გადაადგილება.
კომპანიამ უკვე წარადგინა პრობლემის გადაწყვეტის მისეული გზები და გამოაქვეყნა მაკეტები, რომელშიც ე.წ. "საჰაერო ტრამვაია" წარმოდგენილი, რომელიც, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მიზნად ისახავს რეკრეაციულ ფუნქციას, კაფეებისა და "მწვანე ზონების" შექმნას.
ამასთან, საიტზე ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე პროექტი განხილვისა და მოლაპარაკების სტადიაზეა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოეს მომავალში.
Ambebi.ge-მ ინფორმაცია თბილისის მერიაში გადაამოწმა, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
loading...