navigacia
...


Google-მა 2014 წლის ყველაზე პოპულარული Android აპლიკაციები გამოავლინა


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

კომპანია Google-მა Google Play-დან 2014 წელს ყველაზე ხშირად გადმოწერილი აპლიკაციების რეიტინგი შეადგინა.
საგანმანათლებლო აპლიკაციებს შორის ლიდერობა ენების შემსწავლელმა პროგრამამ Duolingo-მ მოიპოვა. გასართობ აპლიკაციებში პირველობა არავის დაუთმო ონლაინ კინოთეატრმა Netflix-მა. ურთიერთობისთვის განკუთვნილ აპლიკაციებში პირველი პოზიცია Facebook-მა დაიკავა, Pandora კი მუსიკის მოსასმენად შექმნილ აპლიკაციებს შორის აღმოჩნდა გამორჩეული.
ფიტნესით გატაცებულ ადამიანებს Android მოწყობილობებისთვის ყველაზე აქტიურად პროგრამა MyFitnessPal გადმოუწერიათ. მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულებს ფოტოს დამუშავების ისეთი სერვისისთვის მიუნიჭებიათ უპირატესობა, როგორიცაა Flipagram. სპორტულ აპლიკაციებში ყველაზე პოპულარული პროგრამა NFL Mobile, ტურისტულ სერვისებში კი TripAdvisor აღმოჩნდა.
სათამაშო აპლიკაციებიდან წელს პირველი ადგილი Candy Crush Saga-ს ხვდა. ყველაზე ხშირად გადმოწერილი თამაშების ხუთეულში ასევე მოხვდნენ: Don't Tap The White Tile, Farm Heroes Saga, Subway Surfers და Clash of Clans.
Google Play-ის მონაცემების მიხედვით წლის ანიმაციურ ფილმად ”Frozen” დასახელდა, მისმა საუნდტრეკმა ასევე მოიპოვა წლის ალბომის წოდება. მუსიკალური კლიპების რეიტინგში პირველი ადგილი კეტი პერის ”Dark Horse”-ს ხვდა წილად. წლის სერიალი ”The Walking Dead” გახდა.
რაც შეეხება ახალი ამბების ყველაზე პოპულარულ წყაროებს, ესენი აღმოჩნდნენ: გაზეთი The New York Times, საიტი TMZ, სერვისი Forbes Now, ტექნობლოგი The Verge და რესურსიThe Huffington Post.

loading...
ADMIN 1502 0 2014-12-16
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 9
სტუმრები 9
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css