navigacia
...


არსებობს თუ არა დისბაქტერიოზი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

არსებობს თუ არა დისბაქტერიოზი

პირველი წელი ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დროს ხდება ყველა ორგანოსა და სისტემის, მათ შორის – საჭმლის მომნელებელი სისტემის, ჩამოყალიბება, მშობლებმა და პედიატრმა კი შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუწყონ ან შეუშალონ. უყურადღებობა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რადგან მცირე გადახრა ერთი-ორი თვის შემდეგ შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს. ამავე დროს, არც ის არის გამორიცხული, ზედმეტი ჩარევით ბავშვს სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოვუტანოთ. ნურც ნორმის შესახებ ხალხში გავრცელებულ შეხედულებებს ენდობით – ჩვილებში ის საკმაოდ მერყევია.
ჩვენს ნაწლავებში უამრავი მიკრობი ცხოვრობს. მათი ცხოველქმედება დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. სასარგებლო ბაქტერიები მონაწილეობენ B და K ვიტამინების სინთეზში, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაში, იმუნურ რეაქციებში. მათი რაოდენობის შემცირება კი არასასურველი, დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას იწვევს. ეს ხელს უშლის მონელების პროცესს, ნაწლავთა მოქმედებას, ვიტამინების სინთეზს. ნაწლავებში გროვდება აირები, ტოქსიკური ნივთიერებები. კლინიკურად ასეთი დარღვევა მუცლის შებერვით, ნაწლავთა აშლილობით ან შეკრულობით, მუცლის ტკივილით ვლინდება. ამ სიმპტომებს ხშირად სდევს თან სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი, უმადობა, კვების დარღვევა.
აღნიშნულ პათოლოგიას რუსული სამედიცინო სკოლა დისბიოზს ან დისბაქტერიოზს უწოდებს, თუმცა ასეთ დიაგნოზს ვერც დასავლელი ექიმების ნაშრომებში შეხვდებით და ვერც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის თანამედროვე ჩამონათვალში. როცა ადამიანი ფაღარათს ან ყაბზობას უჩივის, მაგრამ ნაწლავთა ანთება არ დასტურდება, საუბრობენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე, ოღონდ ეს დიაგნოზი უმთავრესად მოზრდილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებს ეხება, ახალშობილებსა და ჩვილებს ასეთ დიაგნოზს არ უსვამენ. მიახლოებით პასუხს გვაძლევს განავლის ანალიზიც დისბაქტერიოზზე და ამავე მიზნით ჩატარებული განავლის საერთო ანალიზიც, რადგან ამ კვლევათა შედეგები მრავალ ფაქტორზე, მათ შორის – წინა საღამოს მიღებულ საკვებზეც არის დამოკიდებული. და მაინც – თუნდაც დისბაქტერიოზის ცალკე დაავადებად გამოყოფა საკამათო იყოს, ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ.
სიცოცხლის პირველ საათებში ახალშობილის ნაწლავები სტერილურია. შემდეგ იქ მიკრობები სახლდებიან. თანდათან ნაწლავებში გაბატონდება რომელიმე ერთი სახეობის ფლორა: ბუნებრივი კვების დროს – წესისამებრ, ბიფიდობაქტერიები, ხოლო ხელოვნური კვების დროს – კოლიბაქტერიები. ეს უკანასკნელნი, ჩვეულებრივ, არ იწვევენ დაავადებას, მაგრამ ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაქტერიებისგან განსხვავებით, მეგობრებსაც ძნელად თუ დავარქმევთ.
ნაწლავურ ფლორაზე გავლენას ახდენს კვების წესი – უჯრედისით მდიდარი საკვები (ხილი და ბოსტნეული) ხელს უწყობს ნაწლავებში ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაქტერიების გამრავლებას, ცილებით მდიდარი კი, პირიქით, ხელს უშლის.
ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიბიოტიკების მართებულ გამოყენებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკი დაავადების გამომწვევებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომელთა აღდგენას საკმაო დრო და ძალისხმევა სჭირდება.
ვუწოდებთ თუ არა დისბაქტერიოზს, ფაქტია, ამ მდგომარეობას მკურნალობენ, თანაც – სავსებით განსზაღვრული მედიკამენტებით. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ენტენორმი, ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიების ნაკრებს წარმოადგენს, – მათ პრობიოტიკებს უწოდებენ, – ზოგი კი ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ჩასახლებას. ამჟამად პრობიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშეც ფართოდ იყენებენ, მაგრამ აუცილებლად უნდა განისაზღვროს, რამდენად აუცილებელია მათი მიღება, მით უმეტეს, როდესაც საქმე წლამდე ასაკის ბავშვს ეხება. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ პრობიოტიკების დიდი დოზა იმუნიტეტდაქვეითებული თაგვების სიკვდილს იწვევს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სასარგებლო ბაქტერიების შემცველი ხელოვნური საკვები ჩვილებს მხოლოდ 4-5 თვიდან შეიძლება მივცეთ, ისიც – იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები არ აღენიშნება.

loading...
ADMIN 1121 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css