navigacia
...


ჰელმინთოზები


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ჰელმინთოზები
პარაზიტებით ინვაზია უმეტესად ორიდან რვა წლამდე ასაკის პატარებს შორის გვხვდება. პარაზიტული დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ლამბლიოზი, ენტერობიოზი და ასკარიდოზი, რომლებსაც ნაწლავში მობინადრე პარაზიტები იწვევს.
ყველა პარაზიტი ორალურ-ფეკალური გზით ვრცელდება. ჭიები გარემოში განავლოვან მასებთან ერთად გამოიყოფა, ხვდება ხილზე, ბოსტნეულზე, ნივთებზე, იქიდან კი — ბავშვის ორგანიზმში.
პარაზიტული დაავადებების კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: მაღალი სიცხე, დიარეა, ღებინება, უმადობა, უხალისობა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მუცლის ტკივილი. როცა ბავშვი უხალისოდ არის, სტკივა მუცელი, არ აქვს მადა, ფერმკრთალია, უხვად სდის ოფლი, ცუდად სძინავს, ძილში კბილებს აკრაჭუნებს, გაძლიერებული ნერწყვდენის გამო დილაობით ბალიში სველი აქვს, იქავებს უკანა ტანს, რაც ენტერობიოზისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ არ ჩანს არც ერთი ხელმოსაჭიდი სიმპტომი, რომელიც სომატური პათოლოგიის არსებობას გვაფიქრებინებს, — პარაზიტების არსებობა უნდა ვიეჭვოთ და მიმართოთ ექიმს. სჯობს, ანალიზით დადგინდეს პარაზიტის სახეობა და შეირჩეს შესაბამისი პრეპარატი სათანადო დოზით, ვიდრე ალალბედზე დავნიშნოთ წამალი, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს.
როცა განავლის ანალიზი პარაზიტებით ინვაზიას არ ადასტურებს, მაგრამ კლინიკური ნიშნები მათ არსებობას გვაფიქრებინებს მხოლოდ მიმანიშნებელ სიმპტომებს არ უნდა დავეყრდნოთ. ყოველთვის სჯობს, პარაზიტების არსებობა უტყუარი ანალიზით დავადასტუროთ. არ უნდა დაგვეზაროს ზედიზედ სამჯერადი ანალიზის, ერთი კვირის შემდეგ კი — კვლავ სამჯერადი ანალიზის ჩატარება. თუ პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა, 90%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვაზია გამორიცხულია და სხვა პრობლემაა საძიებელი.
მკურნალობის შემდეგ რეციდივი ძალიან ხშირია. ჰელმინთოზს იმუნიტეტი არ ახასიათებს, ამიტომ, თუმცაღა პარაზიტული დაავადებების მკურნალობის დიდი გამოცდილება გვაქვს, თუ ჰიგიენის დაცვა ვერ მოვახერხეთ, ვერც ერთი პრეპარატი ვერ მოგვცემს რეციდივის თავიდან აცილების გარანტიას. თუ ჰიგიენის წესებს ზედმიწევნით არ დავიცავთ, დიდია ალბათობა, ჰელმინთოზი გამეორდეს, თუნდაც ერთი თვის შემდეგ.

loading...
ADMIN 1113 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 4
სტუმრები 4
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css