navigacia
...


ყელის ტკივილი


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

პირი გააღე და თქვი “ა-ა!”
ეუბნებიან ექიმები პაწიებს, როცა ყელის დათვალიერება სურთ. მერე პირში ბრტყელ ჯოხს უდებენ, გულდასმით აკვირდებიან, არის თუ არა ხანძარი და თუ ცეცხლი მართლაც გიზგიზებს, დედიკოს მაშველი აბებისა და სავლებების შეძენას ურჩევენ.
ბავშვი ისე არ გაიზრდება, ყელი ერთხელ მაინც არ წამოსტკივდეს. ჰოდა, პაწია ზარმაცუნას კიდევ ერთი მიზეზი უჩნდება, რომ სკოლა გააცდინოს, ხოლო იმ ათასგვარი საშუალების გამოვლება, ბებია დიდი მონდომებით რომ უმზადებს, შენ წარმოიდგინე, სულაც არ სურს...
პატარებს ყელი ყველაზე ხშირად წელიწადის ცივ დროს სტკივდებათ. მოდით, გავარკვიოთ, რისი ბრალია ეს და როგორ დავეხმაროთ ბავშვს ხანძრის ჩაქრობაში.

ვირუსების შემოტევა იწყება
ყელის ტკივილის მთავარი მიზეზი, განსაკუთრებით – ზამთარში (ფაქტობრივად, ნოემბრიდან მოყოლებული შუა გაზაფხულამდე), ვირუსებად წოდებული მიკროორგანიზმები გახლავთ. თუ პაწიას ვირუსი შეეყარა, ყელის ტკივილის გარდა სურდო, ცემინება, სახსრების ტკივილი შეაწუხებს. შეიძლება, ტემპერატურამაც მოიმატოს ან, უბრალო ენით რომ ვთქვათ, სიცხემ აუწიოს. ამ დროს ბავშვი უგუნებოდაა, უმიზეზოდ ჭირვეულობს და ტირის... ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდება და ხშირად მთელ კლასს ლოგინში უკრავს ხოლმე თავს.
გარდა ვირუსებისა, ყელში იბუდებენ ბაქტერიები (მეტწილად – სტრეპტოკოკები), რომლებიც, თუ ყურადღება არ მივაქციეთ, გზას განაგრძობენ და სხვა ორგანოებს, მაგალითად, გულსა და სახსრებს, დააზიანებენ.
ყელის ტკივილის მიზეზად შეიძლება გამათბობელიც იქცეს. როგორ? სულ უბრალოდ – მშრალი და ცხელი ჰაერი ყელისთვის ხომ ნამდვილი აგრესორია!
ერთი სიტყვით, პაწიას ყელისთვის ზამთარი ნამდვილი გამოცდაა, ნებაზე მიშვებული პათოლოგიური პროცესი კი შეიძლება მეტად არასასურველი შედეგით დასრულდეს, მაგალითად, სტრეპტოკოკული ანგინის შემდეგ რევმატული დაავადება ჩამოყალიბდეს, ხოლო ვირუსების შემოტევისას პროცესმა ქვემოთ გადაინაცვლოს და ბრონქიტი და პნევმონიაც კი გამოიწვიოს.

მკურნალობის ანაბანა
თუკი პატარას ყელი ასტკივდა, ასე მოიქეცით:
. ბავშვს თბილად ჩააცვით. უმჯობესია, ყელიან ჯემპერში ჩაფუთნოთ ან ყელი რბილი თბილი ქსოვილით შეუხვიოთ, ფეხებზე კი შალის წინდები ამოაცვათ.
. დროდადრო მოუმზადეთ თბილ-თბილი (არამც და არამც – ცხელი) სავლები. ძალზე სასარგებლოა სალბის, გვირილისა და ევკალიპტის ნაყენი, თუმცა ყელს არც თბილი მარილიანი ან სოდიანი წყალი აწყენს.
. ხშირ-ხშირად ასვით ჟოლოიანი ან ლიმონიანი თბილი ჩაი, რძითა და თაფლით შეზავებული შემთბარი ბორჯომი. კარგია ასეთი სასმელიც: ლეღვის ჩირი დაკუწეთ, 2 ს/კ-ს დაასხით ჭიქა რძე და მოხარშეთ. დაალევინეთ დღეში 3-4-ჯერ.
. მიეცით საწუწნი აბები, რომლებიც ყელის ლორწოვან გარსს დააამებს, მიკრობებისგან გააუვნებლებს, დააცხრობს ადგილობრივ ანთებით პროცესს და ბავშვს ტკივილისგან იხსნის.

“მოვიწვიეთ ექიმად...”
ყელის ტკივილს დედიკოც მიხედავს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სპეციალისტის დაუხმარებლად ვერაფერს გავხდებით. ექიმს უნდა მივმართოთ, როცა:
. ყელის ტკივილი მეტისმეტად ინტენსიურია და კვირაზე მეტია გრძელდება.
. ბავშვს უჭირს ყლაპვა და სუნთქვა, პირის გაღება.
. ტემპერატურა უკვე რამდენიმე დღეა არ იკლებს.
. ხველის დროს ნახველში სისხლის მინარევი ჩანს.
. პაწიას ხმა ორ კვირაზე მეტია ჩახლეჩილი აქვს.
. კისრის ლიმფური ჯირკვლები გადიდებული და მტკივნეულია

loading...
ADMIN 2132 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css