navigacia
...


ნახშირწყლები პატარებისთვის


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ნახშირწყლები პატარებისთვის

ბავშვობა ყველა ბავშვს ტკბილად მოსაგონარი უნდა ჰქონდეს. სხვაგვარად არც შეიძლება, როცა ყველა თავს გევლება, განებივრებს, ყველა კაპრიზს გისრულებს და სასუსნავიც სულ რაღაც ერთ სტროფ ლექსად შეგიძლია “იყიდო”.

სასუსნავი კი უმთავრესად ნახშირწყლებისგან შედგება, თანაც იმ ნახშირწყლებისგან, მარტივს რომ უწოდებენ. მარტივი ყველაფერი კარგია, მაგრამ კარბოჰიდრატებს (ეს ნახშირწყლების მეცნიერული სახელწოდებაა) მეტისმეტი სიმარტივის გამო ზოგჯერ წუნსაც სდებენ.
რაკი მარტივს მარტივი უწოდეს, ლოგიკურად, სადღაც რთულიც უნდა მოიძევებოდეს. ასეც არის, მაგრამ პაწიების საყვარელი კანფეტები და ნამცხვრები სწორედ მარტივად ნაშენ შაქრებს შეიცავს.
ორგანიზმს ნახშირწყლები უდავოდ სჭირდება. ისინი ენერგიის უმთავრესი წყაროა. მიუხედავად ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მისიისა, მათ კრიტიკას ხშირად გაიგონებთ. უმთავრესად მაინც მარტივ შაქრებს ჭორავენ: “ისინი ხომ ასუქებსო!” 2000 წელს კი ამერიკელმა ექიმებმა კულუარებში ჭორაობას თავი დაანებეს და აშკარად, მთელი მსოფლიოს დასანახად დაირაზმნენ მარტივი ნახშირწყლების წინააღმდეგ. სწორედ მათ დადეს ბრალი სიმსუქნის ეპიდემიაში, რომელიც ინფექციასავით მოედო შტატებს. ჰოდა, ამ “ტკბილად ჩასუქებული” მოსახლეობის ძირითად ნაწილს თურმე ბავშვები შეადგენდნენ...

მარტივად და სწრაფად
იმის გასარკვევად, შევთავაზოთ თუ არა ნახშირწყლები ბავშვებს, ჯერ შაქრების ტიპები მიმოვიხილოთ. ისინი ძირითადად ორი სახისაა: მარტივი და რთული ანუ კომპლექსური. მარტივი ნახშირწყლები სტრუქტურითაც მარტივია და ასათვისებლადაც. ზოგიერთი მათგანის სახელი შესაძლოა გეცნოთ კიდეც:

ფრუქტოზა, გლუკოზა, ლაქტოზა. რთული კარბოჰიდრატები შედის მარცვლეულში, ბურღულეულში. ორგანიზმმა რთული ნახშირწყლები რომ აითვისოს, ეს უკანასკნელნი მარტივ შაქრებად უნდა გაიხლიჩოს. ზოგიერთი პროდუქტის ნახშირწყლები იოლად იშლება, ზოგიერთისა – ძნელად. გამარტივებული შაქრები სისხლის საშუალებით ორგანოებამდე მიდის (ამაში ინსულინი ეხმარება) და უჯრედებში აღწევს, სადაც ენერგიად გარდაიქმნება.

ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყარო ნახშირწყლებია. ორი წლიდან ბავშვის დღიური კალორიების 50-60% შაქრების წილად მოდის.

ასეც ხდება: მარტივი შაქრების ასათვისებლად, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს სწრაფად სწევენ მაღლა, მეტი ინსულინი და ორგანიზმის მეტი ძალისხმევაა საჭირო. ასე რომ, თუ საკვები უმთავრესად მარტივი შაქრებით იქნება გაჯერებული, სისხლში ნახშირწყლების დონის მოწესრიგება შესაძლოა გაჭირდეს და ბავშვს (მოზრდილსაც არანაკლებ!) ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდეს. ერთ-ერთი მათგანი სიმსუქნეა.
რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ნახშირწყლების დადებით და უარყოფით მხარეებზე, დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: კარბოჰიდრატები ორგანიზმისთვის საჭიროა, მაგრამ ისინი გონივრულად უნდა შევარჩიოთ.
ყველაზე ხარისხიანი ნახშირწყლები თავმოყრილია დაუმუშავებელ მარცვლეულში, რუხ ბრინჯში, ცეხვილ პურში, ხილში, ბოსტნეულში, დაბალცხიმიან რძესა და რძის ნაწარმში.

კარგი ცუდის წინააღმდეგ
რატომ ვირჩევთ ცუდს, თუ კარგიც არსებობს? – ამ კითხვაზეც ამერიკელმა ექიმებმა გაგვცეს პასუხი: იოლად ასათვისებელი ნახშირწყლები, რომლებიც რაფინირებული კარბოჰიდრატების სახით შედის პროდუქტებში (კანფეტებში, ტკბილ სასმელებში...), უფრო ხელმისაწვდომი, მომხიბლავად შეფუთული და გემრიელი ყოფილა, თანაც შეგვიძლია, უზომოდ ვჭამოთ, რადგან დანაყრების შეგრძნებას ფაქტობრივად არ აჩენსო.
თუ ბავშვს რაფინირებული შაქრების სატყუარას მოვარიდებთ, ამას რა ჯობია. უმჯობესია, ნახშირწყლები, თუნდაც მარტივი შაქრების სახით, ხილიდან აითვისოს პატარამ. ასე ნახშირწყლებთან ერთად ვიტამინებისა და მინერალების მარაგსაც შეივსებს.
საუკეთესო არჩევანი კი ისევ და ისევ რთული ნახშირწყლებით გაჯერებული დაუმუშავებელი მარცვლეულია. იმიტომ, რომ:
. კომპლექსური შაქრები ძნელად და გვიან იშლება. ორგანიზმიც მშვიდად, ყოველგვარი სტრესის გარეშე ახერხებს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
. მდიდარია უჯრედისით, ამიტომ ძალიან სწრაფად ბადებს დანაყრების შეგრძნებას. თუ ამ საკვებს ბავშვი სითხესაც დააყოლებს, არც შეკრულობა შეაწუხებს.
. გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. განსაკუთრებით უხვად კი მასში B ვიტამინია, რაც ბავშვის ნერვულ სისტემას მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგება.

ითვლება, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვმა (6-დან 10 წლამდე) დღეში 110-170 გ მარცვლეული უნდა მიიღოს. აქედან ნახევარი სასურველია საღი იყოს.

ტკბილ-ტკბილი რჩევები
მაინც რამდენი კანფეტი შეიძლება სუსნოს ბავშვმა ან რამდენი ყლუპი კოკა-კოლა დალიოს? ეგებ საერთოდ არ გავაცნოთ უსარგებლო შაქრით გატენილი ტკბილეული? ასე დესპოტურადაც ნუ მოიქცევით.

უბრალოდ, უფრო სასარგებლო ნახშირწყლებით გაუმასპინძლდით, იოლად ასათვისებელი შაქრები (გაზიანი სასმელები, ნამცხვრები, კანფეტები, ნაყინი, ხილის დაშაქრული წვენები) კი იშვიათად და ცოტ-ცოტა მიეცით. ასეთი საკვები, გარდა იმისა, რომ ბავშვს უსარგებლო წონას შემატებს, არც კბილის მინანქარს დაინდობს და კარიესს გაუხსნის გზას.
ამერიკული სტატისტიკის თანახმად, ბავშვს, რომელიც დღეში 45-40 გ იოლად ასათვისებელ შაქარს მიირთმევს (ეს მას თურმე 150 კალორიას სძენს), ჭარბი წონის დაგროვების დიდი ალბათობა აქვს. 45-40 გრამი შაქარი დაახლოებით 10 ჩაის კოვზია. სწორედ ამდენია თავმოყრილი 350-360 მლ ტკბილ გაზიან სასმელში – ამერიკელი მკვლევარების აზრით, მოზარდებს ჭარბი კილოგრამებით უმეტესად სწორედ ის ასაჩუქრებს.

ხელოვნური შაქარი
...სხვაგვარად – შაქრის შემცვლელები, ბავშვებმაც შეიძლება მიირთვან. ასე განაცხადა ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA), ასე მიაჩნიათ ასამდე განვითარებულ ქვეყანაში და ასე ფიქრობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც.
FDA-ს რეკომენდაციით, შაქრის შემცვლელებს შორის ყველაზე გავრცელებული ასპარტამი ადამიანმა შეიძლება ასეთი ოდენობით მოიხმაროს: დღეში 50 მგ ყოველ კილოგრამზე. მეცნიერებმა კი დაითვალეს და აღმოაჩინეს, რომ საშუალოსტატისტიკური ამერიკელი დღეში ნებადართული ოდენობის 2%-საც კი ძლივს ითვისებს. ამრიგად, ბავშვებს იმის საფრთხე არ ემუქრებათ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ოდენობის ხელოვნური შაქრით ჩაიტკბარუნებენ პირს. თავად განსაჯეთ: თუ ბავშვი დღეში 350-360 მლ ტკბილ გაზიან სასმელს დალევს (უკვე ვთქვით, რომ ეს ოდენობა გასუქებას იწვევს და სასურველი არ არის), ის მხოლოდ 225 მგ ხელოვნურ შაქარს აითვისებს, 120 მლ იოგურტი და ნაყინი კი სულ 45 მგ ასპარტამს შეიცავს.
ერთადერთი, რაც ასპარტამის გამოყენებას ხელს უშლის, ფენილკეტონურიაა. ამ დაავადების დროს ორგანიზმი ვერ ითვისებს ფენილალანინს, ეს ნივთიერება კი ასპარტამის შემადგენლობაში შედის.

loading...
ADMIN 1195 0 2014-12-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css